ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა “მთავართან” ყვება, რომ მდინარე გებურის მეორე მხარე 2014 წლიდან მიიტაცეს და ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე მალავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში, ოკუპანტებმა ორი ადამიანიც გაიტაცეს.

თვითონ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თურმე ძველი საოკუპაციო ხაზი გადის ახალი საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრში, – ამბობს ქაცარავა.

მოსახლეობა შეშინებულია და მდინარესთან მიახლოებას ვერ ბედავს. ისინი აცხადებენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე სარისკოა.