„მთავარმა არხმა“ დაუშვა მძიმე შეცდომა, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას..

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანიამ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტში შეცდომა დაუშვა და ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

„ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში, მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის);

მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები;

მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მთავარმა არხმა“ დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ „შეცდომები მოსულა“ და რომ „მთავარ არხს“ აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით“, – წერს ნიკა გვარამია.

წყარო

2020-06-24T00:48:34+04:00ივნისი 24th, 2020|