კვების პრომოუტერი და წიგნის „მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი საკვების“ შემქმნელი გურპარიტ ბეინსი მოულოდნელად, გულის შეტევით 45 წლის ასაკში გარდაიცვალა,-  ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება.

 

ბეინსი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს. იგი გონს მოვიდა ლონდონის ერთ-ერთ  საავადმყოფოში, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად და სწრაფად გარდაიცვალა, თირკმელებისა და გულის გართულებების გამო.

 

ექსპერტმა მუშაობა დაიწყო ჯანსაღი კვების საკითხებზე მას შემდეგ, რაც, წონაში  წრაფად მოიმატა.  2009 წელს მისი ქათმის ქარის და მოცვის კერძი დასახელდა “ყველაზე ჯანსაღ კერძად მსოფლიოში”.

 

შემდეგ ბეინსმა დაწერა რამდენიმე წიგნი „სუპერ საკვების“ შესახებ. 2010 წელს გამოვიდა ბეინსის პირველი კულინარიული წიგნი, ინდური სუპერ საკვები, რომელიც მყისიერად გახდა ბესტსელერი.

 

ასევე, ჯანსაღი კვების სპეციალისტი 2011 წელს წლის საუკეთესო შეფ-მზარეულად აღიარეს. კოროვირუსული პანდემიის დროს, თვითიზოლაციაში ყოფნისას, ბეინსმა დაამზადა „მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი ნამცხვარი“, რომელიც კვების თვალსაზრისით ტოლი იყო ხუთი ტომარა ფოთლოვანი მწვანილის.

 

 

თამო თავხელიძე