კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ის შემოქმედება ახლახან საკუთარი თვალით იხილა საქართველოს მოსახლეობამ, როდესაც 26-27 აპრილს, საქართველოს ცაზე, ბიზნესმენ ილონ მასკის თანამგაზვრები გამოჩნდა.

პროექტის მიზანია, მთელი მსოფლიოსთვის, უმაღლესი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტის უზრუნველყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-მა ორბიტაზე სამჯერ, ჯგუფურად 60 თანამგზავრი უკვე გაგზავნა, რთულია ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის ამოქმედდება სერვისი.

რა ეღირება გამოწერა? შეუშლის თუ არა Starlink-ი ასტრონავტებს ხელს მუშაობაში?

SpaceX-ს Starlink-თან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს. დაგეგმილია ორბიტაზე 42,000 თანამგზავრის გაშვება – ეს უდიდესი ციფრია იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსში ამჟამად დაახლოებით 5 000-მდე თანამგზავრია.

ილონ მასკმა 2019 წელს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინტერნეტი არის ბაზარი, რომელიც ტრილიონი დოლარი ღირს. ამისგან დაახლოებით 5%-ის მიღება, SpaceX-ს წელიწადში 50 მილიარდ დოლარის ბიუჯეტს შეუქმნის.

არსებული ინფორმაციით, Starlink-ი მოწყობილობებთან პირდაპირ კონტაქტში არ შევა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი კომპიუტერები პირდაპირ კოსმოსურ თანამგზავრს არ დაუკავშირდება.

თანამგზავრიდან ინფორმაცია დედამიწაზე არსებულ ტერმინალში გაიგზავნება.

2020 წლის იანვრის პოსტში, მასკმა ამ ტერმინალის მუშაობის მარტივი ინსტრუქცია გამოაქვეყნა:

„ – შეაერთე როზეტში;
– მიუთითე ცა;

ეს ინსტრუქცია ნებისმიერი რიგით მოქმედებს. ვარჯიში არ სჭირდება“, – წერს მასკი.

Elon Musk's instructions for getting online.

SpaceX-ის ვებგვერდზე, ამჟამად წერია, რომ თანამგზავრების სერვისი აშშ-სა და კანადაში უკვე 2020 წლის ბოლოს ამოქმედდება, ხოლო 2021 წლისთვის, ახალი ინტერნეტი მთელს დედამიწას მოიცავს.

თანამგზავრების პირველი ჯგუფი 2019 წლის მაისში გაუშვეს, მეორე 2019 წლის ნოემბერში, ხოლო მესამე 2020 წლის იანვარში.

რაც შეეხება ფასს, ეს  დიდი საიდუმლოა. SpaceX-ის პრეზიდენტმა გვინ შოტველმა, 2019 წლის ოქტომბერში თქვა, რომ ბევრი მომხმარებელი თვეში 80 დოლარს ხარჯავს დაბალხარისხიანი ინტერნეტისთვის, თუმცა რა ეღირება მათი გლობალური ინტერნეტი, არ აღუნიშნავს.

2015 წელს, ილონ მასკმა თქვა, რომ მომსახურება უფასო არ იქნება. მაშინ მასკმა ახალი ინტერნეტის ღირებულება, 100-დან 300 დოლარამდე შეაფასა.

ამბიციური პროექტი რეალობას მიუახლოვდა ახლახანს, როდესაც რაკეტა Falcon 9-მ, ფლორიდის სადგურიდან ორბიტაზე დამატებით 60 თანამგზავრი წაიღო.

ამჟამად დედამიწის ირგვლივ ილონ მასკის 420 თანამგზავრი ბრუნავს.

„ვაკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ თანამგზავრების ხილვადობა შევამციროთ“, – ამის შესახებ ილონ მასკმა 22 აპრილს განაცხადა.

ეს კარგი ინფორმაციაა ასტრონომებისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ Starlink-ის თანამგზავრები დედამიწიდან ჩანან. არსებული ინფორმაციით, თანამგზავრები ცაზე ხანდახან ამ კვირის ბოლომდე გამოჩნდება.

საიტი Heavens Above-ის ბმულით, შეგიძლიათ დააკვირდეთ საათებს, თუ როდის გამოჩნდება ცაზე თანამგზავრები.

მართალია დედამიწელები გავხალისდით, კოსმოსური სამყაროს მცოდნეები ამ მოვლენით შეშფოთდნენ, რომლებსაც თანამგზავრების სიახლოვე და სინათლე, მუშაობაში ხელს უშლის.

SpaceX-ში აცხადებდნენ, რომ ამასთან დაკავშირებით დაპროექტების დროს, არავინ დაფიქრებულა და შეეცდებიან, რომ სიტუაცია გამოასწორონ.

 

წყარო: inverse