ნიუ -იორკის საოლქო სასამართლომ, აშშ -ის ფასიანი ქაღალდების კომისიას უფლება მისცა ჰოლივუდის მსახიობ სტივენ სიგალისგან  200 000 დოლარზე მეტი თანხა დაიბრუნოს,- ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

სიგალს ბრალად ედება მისი შემოსავლის დამალვაში, როდესაც მან რეკლამირება გაუკეთა Bitcoiin2Gen კრიპტოვალუტას. განმარტებულია, რომ მსახიობი 2018 წელს ამ კრიპტოვალუტის კომერციული პოპულარიზაციით იყო დაკავებული და ამ გზით 157 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლო. ასევე ცნობილია, რომ 2020 წელს მსახიობმა მიაღწია შეთანხმებას  SEC–ის დავასთან დაკავშირებით, და ამასთანავე  პირობა დადო, რომ გადაიხდიდა 330,000 დოლარზე მეტს კომპენსაციის სახით, მაგრამ მან გადაიხადა მხოლოდ 75,000 აშშ დოლარი და ამის შემდეგ შეწყვიტა ურთიერთობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიას შეეძლო დარჩენილი თანხის გადახდა სიგალისგან მისი ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, რადგან თავად მსახიობი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს.

 

2016 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამერიკელი მსახიობის სტივენ სიგალის რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. სიგალმა მხარი დაუჭირა პუტინის პოლიტიკას უკრაინის მიმართ, კერძოდ ყირიმის ანექსიას, და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ ეწვია რუსეთს. 2017 წელს SBU-მ აუკრძალა სიგალს უკრაინაში შესვლა 5 წლის ვადით.

 

 

 

თამო თავხელიძე