აშშ-ს სამხედროებმა საჰაერო შეტევა განახორციელეს ავღანეთში “თალიბანის” მებრძოლების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ თქვა, რომ მას “ძალიან კარგი საუბარი” ჰქონდა დაჯგუფების ლიდერებთან. შაბათს შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა გარიგებას “თალიბანთან”, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში მშვიდობის მოტანას მრავალწლიანი ომის შემდეგ, მაგრამ აშშ-ს სამხედრო ძალების სპიკერმა თქვა, რომ ოთხშაბათს განხორციელებული  საჰაერო შეტევა დაიწყო თალიბი მებრძოლების საპასუხოდ, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში თავს დაესხნენ ავღანურ ძალებს. Twitter- ზე გამოქვეყნებულ პოსტზე სპიკერმა სუჰაილ შაინმა თქვა, რომ დაჯგუფება გეგმავს შეთანხმების ყველა ნაწილის შესრულებას ერთმანეთის მიყოლებით, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის ესკალაცია. ასევე საპირისპირო მხარემაც უნდა შეარულოს ნაკისრი ვალდებულებები და ამოიღოს წინააღმდეგობრივი ნაწილი შეთანხმებიდან. მოლაპარაკებების გზა მიდის იმისკენ, რომ ავღანელ ხალხს გააჩნდეთ თვიანთი ძირითადი  უფლებები.

უცნობია მოყვა თუ არა მსხვერპლი შეტაკებებს.

ინფორმაციას საჰერო დარტყმების შესახებ  BBC ავრცელებს.