დღეს, 17 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმმა ახალი განცხადება გაავრცელა.
ოკუპანტებმა მკაფიოდ გაუსვეს ხაზი
და დააზუსტეს თუ რა ბრალს წაუყენებენ ზაზა გახელაძეს – ე.წ. სახელმწიფო საზღვრის კვეთა და
თავდასხმა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელზე.
სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა როგორც ზაზა გახელაძეზე, ასევე ხვიჩა მღებრიშვილზე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა უკვე შეუფარდა წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა.
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომლითაც ხელმძღვანელობს დე-ფაქტო რეჟიმი, ამ “დანაშაულისთვის” ითვალისწინებს მინ 10 წლიან სასჯელს, მღებრიშვილის შემთხვევაში კი 1დან 4 წლამდე პატიმრობას.
ხელისუფლება სამწუხაროდ კვლავ პასიურობს და არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს ჩვენი მოქალაქეების ტყვეობიდან დასახსნელად.
მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის გამოსახსნელ ბრძოლაში.
გენადი ბესტაევი – გატაცებულია 2019 წლის ნოემბერში, მისჯილი აქვს 2 წლიანი პატიმრობა და უკვე 8 თვეა იმყოფება ცხინვალის ტყვეობაში.
ხვიჩა მღებრიშვილი – გატაცებულია 2020 წლის 3 ივლისს, შეეფარდა წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა, სასჯელი ითვალისწინებს 1 დან 4 წლამდე პატიმრობას.
ზაზა გახელაძე – გატაცებულია 2020 წლის 11 ივლისს, იმყოფება კოვიდ-კარანტინში, რომლის ვადა იწურება 25 ივლისს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სასჯელი ითვალისწინებს 10 წლიან პატიმრობას.
——————————-
2020 წლის 19 ივლისს, კვირას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია გეგმავს პირველ საპროტესტო აქციას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, 12 საათზე.
მოგიწოდებთ და გთხოვთ შემოგვიერთდით, ჩვენს გატაცებულ მოქალაქეებს სჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა!!!!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!