რუსმა ტერორისტებმა კახოვკას წყალსაცავთან მშვიდობიანი მოქალაქეებით ნავი დაცხრილეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანთა ჯგუფი ხერსონის რაიონის სოფელ პერვომაევკადან, კახოვკას წყალსაცავზე ნავით ცდილობდა გასვლას. გემი ნაპირზე გამოვიდა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივი რიხის რაიონის სოფელ მარინსკოიეს მახლობლად.

თავად ნავში უკრაინის 14 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან სამი ბავშვი იყო. გერაშჩენკო აღნიშნავს, რომ სოფელ მარინსკოეს სანაპიროდან 70 მეტრის დაშორებით ტერორისტებმა ისინი საარტილერიო ცეცხლით და „სეტყვით“ დაფარეს, ადგილზე მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ზრდასრული და 2009 წელს დაბადებული ბავშვი. დაღუპულთა შორის იყო ადვოკატი ქალი . დანარჩენები კი ნამსხვრევევბისგან მიღებული სხვადასხვა სიმძიმის  ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მსოფლიომ უნდა აღიაროს რასისტების სისასტიკე უკრაინელი ხალხის გენოციდად! ჩვენ ვაგროვებთ ფაქტებს და მტკიცებულებებს ომის დანაშაულების შესახებ ჰააგისთვის. მხეცები დაისჯებიან! სიკვდილი ოკუპანტებს!“ – დასძინა მან.

 

იხ. ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან:

 

 

 

 

თამო თავხელიძე