მრავალწლიანი მსახურების შემდეგ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი მამა კახაბერ ციყელაშვილმა, სავარაუდოდ, იძულებით დატოვა. მიზეზი კი ხაშურში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალთან დამყარებული სექსუალური კავშირია, რის შემდეგაც გოგონა დაორსულდა.

ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ხაშურში ამ ისტორიის ყველა დეტალი იციან. ტაძრის ახალი წინამძღვარი კამერასთან ღიად არ საუბრობს, თუმცა მომხდარს ადასტურებს.

ხაშურში ყვებიან, რომ სასულიერო პირი ამ დროისთვის მიმალულია, ამას ოჯახის წევრებიც გვიდასტურებენ. კახაბერ ციყელაშვილი საცხოვრებელ სახლში თვეზე მეტია არ მისულა. არ უნახავს მეუღლე და საკუთარი ცხრა შვილი.

ოჯახში უსიამოვნება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ სკანდალური ამბის შესახებ შეიტყვეს.