აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ოფისი სთავაზობს საბაჟო და საზღვრის დაცვას, რომ რობოტები Ghost Robots-დან გამოიყენონ მექსიკის საზღვრის დასაცავად. ამის შესახებ DHS ვებგვერდი იტყობინება.

 

საუბარია პატრულირებაზე, სადაც ადამიანებისთვის რთული ან საშიშია მუშაობა: მთები და უდაბნოები ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში – მაგალითად, ელ-პასოში. ოთხფეხა რობოტები Ghost Robots Q-UGV წარმატებით გადიან ტესტების ყველა ეტაპს – ისინი, დიდი ალბათობით, გახდებიან საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების აგენტების თანაშემწეები.

 

დაგეგმილია, რომ რობოტები მესაზღვრეებს  კონტრაბანდისტების, არალეგალური ემიგრანტების, კრიმინალების და ნარკოკურიერების იდენტიფიცირებაში დაეხმარებიან. ისინი, კერძოდ, აღჭურვილი არიან 360 გრადუსიანი კამერით, თერმოგამომსახველობით, ღამის ხედვის მოწყობილობებით, მასშტაბირების კამერით და სხვადასხვა სენსორებით.

 

 

 

 

 

 

 

საზღვარზე რობოტების განლაგების კონკრეტული დრო ჯერჯერობით უცნობია.

 

 

თამო თავხელიძე