ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში საშიშ ნარკოტიკულ საშუალებაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის ბუნებრივი აირით გამდიდრებულ მარიხუანაზე წერს, რომელიც მძიმე ფსიქიკურ დაავადებას და ინტოქსიკაციას იწვევს.

ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„პრაიმტაიმი“ ზურა სიხარულიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

​მოკლედ, წელი არ გავა, რომ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდეს. ამ დღეებში ვნახე პაციენტი უმძიმესი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც იყო გამოწვეული რაღაცა გაურკვეველი ნარკოტიკის მოხმარებით.

რომ ჩავეძიე რა მოიხმარა, აი არ ვიცი, ამას უკვე აღარაფერი არ ჰქვია, საზღვარი არა აქვს ამას!
მომისმენთ კარგად!!!

რეებს იგონებთ, რას შვებით, რას უშვრებით საკუთარ ჯანმრთელობას და ფსიქიკას
(გაზით გამდიდრებული მარიხუნააა !!!!) და ყოფილა ძაან გავრცელებული დღეს.

აი, წარმოუდგენელია უკვე ეს ყველაფერი, რომლის მოხმარებაც ტვინის ჰიპოქსიას, როგორც ჩანს, უმძიმეს ინტოქსიკაციას და შემდგომ, უმძიმეს ფსიქოპათოლოგიის ჩამოყალიბებას იწვევს, რომელიც გამოიხატება პარანოიაში, კარდიოფობიაში.

აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა ან და ვითარდება უმძიმესი ფსიქოზი!!! შეჩერდით და ნუ იწამლავთ თავს.” – წერს ზურა სიხარულიძე.