Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი, რომელშიც კალათბურთის ვარსკვლავი მაიკლ ჯორდანი თამაშობდა აუქციონზე გაიყიდა. BBC-ის ცნობით, სპორტსმენის ფეხსაცმელი ცნობილმა კოლექციონერმა თითქმის 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა. ჯორდანი ატარებდა წითელ და თეთრ Nike Air Ships-ს 1984 წელს ჩიკაგო ბულზის კალათბურთის გუნდში ყოფნის პირველ სეზონში.

 

 

 

 აუქციონამდე ვარაუდობდნენ, რომ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი 1-1,5 მილიონი დოლარის ფარგლებში გაიყიდებოდა. თუმცა, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ფეხსაცმელი რეპერ კანიე უესტს ეკუთვნოდა. მისი Nike Air Yeezy 1,8 მილიონ დოლარად შეიძინეს. მაიკლ ჯორდანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და რა თქმა უნდა ყველაზე ცნობილი. მან თავისი სპორტული კარიერის უმეტესი ნაწილი ჩიკაგო ბულზში ითამაშა. მისი წყალობით NBA-ის რეპუტაცია მთელ მსოფლიოში გაიზარდა.

 

 

თამო თავხელიძე