თვითგამოცხადებული ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, აპირებს ხელი მოაწეროს ბრძანებულებას მისი მკვლელობის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემის შესახებ,-ინფორმაციას BelTA ავრცელებს.

 

ლუკაშენკოს თქმით, თუ შეიქმნება საგანგებო ვითარება  ის ვერ იძლევა გარანტიას, რომ ბელორუსში ყველაფერი ნორმალურად იქნება, ამიტომ  უახლოეს დღეებში განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაეცემა უსაფრთხოების საბჭოს, თუ, მაგალითად, “პრეზიდენტი დახვრიტეს”.

 

ლუკაშენკომ  ასევე დასძინა, რომ დადგენილებით განისაზღვრება ”ვინ მართავს ქვეყანას, თუ მოულოდნელად…..”. მისი თქმით, მაშინ ბელორუსის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობა პრემიერ მინისტრს გადაეცემა და ყველა გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით. ლუკაშენკომ გამოთქვა რწმენა, რომ ეს დოკუმენტი უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტობის წლებში.

 

მან თქვა, რომ ასეთი საჭიროება სავარაუდოდ არ დადგება, მაგრამ ”სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ” და აუცილებელია ”ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა”.

ლუკაშენკამ ასევე აღიარა, რომ მან კონკრეტული განკარგულების შესახებ გადაწყვეტილება, დიდი ხნის წინ მიიღო.

 

”არა ის, რომ მსურს ვინმეს რამე მივცე ან გადავცე. მეგობრებო, ეს არასდროს მოხდება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ მხოლოდ ჩემი და თქვენი ქვეყნის შენარჩუნებისთვის, ”- შეაჯამა მან.

 

13 აპრილს ბელორუსის კგბ-მ გამოაცხადა ლუკაშენკოს ყოფილი პრესმდივნის ალიაქსანდრ ფედუტას დაპატიმრების შესახებ, რომელიც მანამდე გატაცებული  იყო მოსკოვში.

17 აპრილს ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ აშშ-ს საიდუმლო სამსახურები ამზადებდნენ მასზე და მის ვაჟებზე თავდასხმას სიცოცხლის ხელყოფის მიზნით. მან ასევე დაასახელა ის პირები, ვინც სავარაუდოდ მოაწყო მკვლელობის მცდელობა.

ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესსამსახურის განცხადებით, ლუკაშენკოს სიცოცხლის მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციის ნიშნებია.

აშშ-მ ლუკაშენკოს ბრალდებას მკვლელობის მცდელობის მოწყობის შესახებ უკვე პასუხი გასცა.

 

 

 

თამო თავხელიძე