ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 50 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 2700-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია მაღალსართულიანი შენობები და ასეულობით ადამიანი მოყოლილია ნანგრევებში.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს ბეირუთში ქალაქის საპორტო ნაწილში მასშტაბური აფეთქება მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობთან ახლოს მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.