ლევან დავითაშვილი: „ქვეყანაში არც ერთი პროდუქტის მიმართულებით არც დეფიციტია და არც მოიაზრება, რომ რაიმე პროდუქტის შეფერხებით მიწოდება მოხდეს. ხორბალთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ არის. ხორბალიც და ფქვილიც საქართველოში შემოდის ძირითადი ბაზრიდან, საიდანაც შემოდიოდა, – ეს იყო რუსეთი, მაგრამ ამას დაემატა ყაზახეთი. გეოგრაფიიდან გამომდინარე, გვესმის, რომ რეგიონში ამ ორ ბაზარს აქვს კონკურენტული უპირატესობა ფასის კუთხით”.