ლატვიის პარლამენტმა – სეიმმა, მიიღო კანონი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ. ამგვარად, რიგა აპირებს გამოასწოროს „ისტორიული უსამართლო შედეგები“, რომელიც გამოწვეულია „ჰოლოკოსტისა და საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფი ქმედებებით“, – ნათქვამია სეიმის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს, 10 თებერვალს.

 

ახალ კანონს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 21 წინააღმდეგი იყო.

 

ლატვიის პარლამენტში სულ 100 ადგილია.

 

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან ლატვიის ებრაულ თემს ათი წლის განმავლობაში 40 მილიონი ევრო გადაეცემა, ანუ ყოველწლიურად 4 მილიონი ევრო. თავის მხრივ, ჰოლოკოსტის გადარჩენილებს ფონდის სოციალური და მატერიალური დახმარება გაეწევათ.

 

გარდა ამისა, ლატვიაში ებრაული თემის გაძლიერების მიზნით, ამ თანხებით იგეგმება ებრაული სკოლების, შენობების და კულტურული პროექტების დაფინანსება. კანონის შენიშვნები ხაზს უსვამს იმას, რომ ლატვიის სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ქვეყანაში ებრაელთა ქონების ჩამორთმევაზე და ებრაელების განადგურებაზე. თუმცა, „ეთიკური და სამართლიანია“, რომ სახელმწიფომ, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს, კომპენსაცია გაუწიოს ებრაულ თემს მის მიერ განცდილი ქონებრივი ზარალისათვის.

 

ნაცისტებმა ლატვიაში 70 000-ზე მეტი ებრაელი მოკლეს მეორე მსოფლიო ომამდე ლატვიაში დაახლოებით 95 000 ებრაელი ცხოვრობდა. 1941-1944 წლებში გერმანიის ოკუპაციის დროს მათგან 70 ათასზე მეტი დაიღუპა. ამჟამად ლატვიის ებრაულ თემში დაახლოებით 9500 ადამიანია.

 

 

კაუნასთან მდებარე სიკვდილის ბანაკის ფოტოები: