რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც აღწერილია უკრაინის ”გეგმები”. ამის შესახებ ნათქვამია პუტინის განკარგულებაში, რომელიც რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, სხვა საკითხებთან ერთად, განხორციელდება ”ძმური კავშირების  დამყარება რუსულ, უკრაინელ და ბელორუსულ” ხალხთან მიმართებაში”.

ეს სტრატეგია არ მიუთითებს კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლითაც კრემლი აპირებს “ხალხთა კავშირის” განხორციელებას.

გარდა ამისა, გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია “რუსული ენის პოზიციის განმტკიცება”, რომელიც სავარაუდოდ არის “საერთაშორისო კომუნიკაციის ენა”.

ასევე, განკარგულების თანახმად, კრემლი გეგმავს სხვა სახელმწიფოებში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეების “დახმარებას”, რათა სრულად  შეინარჩუნონ “ყველა, რუსული, კულტურული, იდენტურობა”.

 

 

 

თამო თავხელიძე