ხორვატებისთვის ამერიკაში მოგზაურობა მარტივდება. მათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა ვიზის გარეშე შეეძლებათ. ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა.

ბლინკენი “ტვიტერზე” წერს:

“დღეს მე წარვადგინე ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად. ეს ნაბიჯი აღიარებს ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს პროგრამის მკაცრი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ველით ამერიკასა ხორვატიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას”, – წერს ენტონი ბლინკენი.

წყარო