რუსეთის ქალაქ ბელგოროდთან ახლოს მდებარე საბრძოლო მასალის საცავი იწვის,- ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ში განაცხადა.

 

„ახლახან დავუკავშირდი გოლოვინსკის სოფლის დასახლების თავმჯდომარეს, დენის ზოლოტუხინს. სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან, წინასწარი მონაცემებით, საბრძოლო მასალის საცავი იწვის. საცხოვრებელი კორპუსების და სახლების ნგრევა არ მომხდარა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის“, – წერს გლადკოვი.

 

 

 

თამო თავხელიძე