„კანონში ხდება დაკონკრეტება, რომ იმ ლოკაციებს, სად უნდა იყოს პირბადის გამოყენება სავალდებულო, განსაზღვრავს მთავრობა ან შესაბამისი სამინისტრო. ჩვენ ზოგადი პრინციპების დონეზე ვწერთ კანონში, რომ ეს შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებს, სადაც დღის განმავლობაში გენერირდება ადამიანებს შორის კონტაქტების ძალიან დიდი რაოდენობა და მეორე – საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეს საკმაოდ კონკრეტული სივრცეებია, რაც კანონში იქნება განსაზღვრული. ამის შემდგომ, თუ რომელ დაწესებულებებს ეხება და რომელ ლოკაციებზე უნდა იყოს გამოყენებული პირბადის სავალდებულო ტარების წესი, ეს უნდა იყოს დაკონკრეტებული მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებაში. ასევე, შეიძლება, რომ ის დროშიც იცვლებოდეს. შეიძლება იყოს რაღაც ლოკალური ეპიდაფეთქება, სადაც ტერიტორიის თუ სივრცის პრინციპით პირბადის გამოყენება იქნება საჭირო. ამ ინიციატივებს მივესალმები მე პირადად,“ – განაცხადა თალაკვაძემ.