კანადაში, ქალაქ კამლუპსში, მკვიდრი მოსახლეობის ყოფილი პანსიონის ტერიტორიაზე, მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას CBC ავრცელებს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლების მონათხრობზე დაყრდნობით.

Tk’emlups te Secwepemc Nation საზოგადოებამ თქვა, რომ მათი მონაცემებით, სულ მცირე 215 ბავშვის ნეშტს შორის არის დაკარგული და მათი სიკვდილი არ დაფიქსირებულა. საზოგადოების წევრები ახლა მუშაობენ მუზეუმის პროფესიონალებთან და  ექიმებთან, რათა დაადგინონ როდის და რატომ გარდაიცვალა ბავშვები.

სკოლა-ინტერნატი 40 წელზე მეტია არ ფუნქციონირებს, მაგრამ ზოგიერთი სამარხი დაახლოებით 3 წლის წინ გამოჩნდა მის ტერიტორიაზე.

კამლოუპსის სკოლა-ინტერნატი ფუნქციონირებდა 1890 – 1969 წლებში, რის შემდეგაც იგი გადაიქცა დღის სკოლის შენობად და საბოლოოდ  1978 წელს დაიხურა.  იქ შესაძლოა  ყოფილიყო 500-მდე ბავშვი იყოს, რომლებიც ადგილობრივი მკვიდრი თემებიდან არიან.

მკვლევარებმა ადრე განაცხადეს, რომ ამ სკოლის კედლებში დაიღუპა 50 ადამიანი,  ამავდროულად ისტორიულ ჩანაწერებში იყო ასევე დიდი ხარვეზებით. ამან სპეციალისტებს  კი კვლევა გაურთულა.

 

ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, მერი ელენ ტურპელ-ლაფონდმა თქვა, რომ საშინელი აღმოჩენა ადასტურებს ადგილობრივი თემების წარმომადგენლების სიტყვებს, რომ ბევრი ბავშვი მიდიოდა სკოლაში და  უგზოუკვლო იკარებოდა.

მე -19 და მე -20 საუკუნეებში კანადაში ინტერნატის სკოლებს იყენებდნენ მკვიდრი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაციისთვის. ხელისუფლების მიერ ბავშვების ხშირი გადასახლების გამო, ბევრი მათგანი, ვისი  ნეშტიც იპოვნეს, შეიძლება ადგილობრივი არც ყოფილიყო.

სიმართლისა და შერიგების კანადური ცენტრის (NCTR) თანახმად ამ ინტერნატებში მინიმუმ 4100 ბავშვი გარდაიცვალა.  ამავე დროს, მსხვერპლთა რეალური რაოდენობა შეიძლება რამდენჯერმე მეტი იყოს. ბავშვები, რომელთა ნაწილიც იძულებით გაგზავნეს სკოლებში, ბევრი მათგანი დაიკარგა.

პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ტვიტერში განაცხადა, რომ კამლუპსის მასობრივი საფლავის ამბებმა “გული ძალიან ატკინა”.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე