იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ დღეში 133-დან 366-მდე გაიზარდა

სააგენტო BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით ამ  დროისთვის ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 366 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვლილთ რიცხვმა იტალიაში 133-დან 366-მდე ერთ დღეში იმატა.

იტალიაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 25%-ით გაიზარდა 5883 დან 7375-მდე. ჩინეთის შემდეგ შემთხვევათა ყველაზე დიდი წილი იტალიაზე მოდის.

შემთხვევათ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა და ამ რეგიონებში მცხოვრებ 16 მილიონამდე ადამიანს 3 აპრილამდე  სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება შეუზღუდა. ასევე შეიზღუდა ამ რეგიონებში შესვლა.  კარანტინში მყოფ 15 რეგიონში:

  • არ ჩატარდება საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიები;
  • შეწყდა რელიგიური და კულტურული ღონისძიებები;
  • დაიხურა ღამის კლუბები, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუცები, მუზეუმები და სამთო კურორტები;
  • რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა შეეძლებათ 06:00 საათიდან 18:00 საათამდე, თუმცა ვალდებულები იქნებიან, მომხმარებლები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციით დასვან;
  • ადამიანებმა მაქსიმალურად აარიდონ თავი სახლიდან გასვლა.

მას, ვინც კარანტინის ამ წესებს დაარღვევს, 3 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

10 დღით შეწყდა სწავლა მთელი იტალიის  სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

კარანტინი ეხება მილანს და ფლორენციასაც.

 

წყარო: ნეტგაზეთი.ბათუმელები

2020-03-08T23:10:26+04:00მარტი 8th, 2020|