იტალიაში, კერძო და საჯარო სექტორის თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს ეგრეთ წოდებული მწვანე აბონემენტი, რომელიც ადასტურებს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას, უარყოფით COVID-19 ტესტს ან ვაქცინაციას.

 

ამგვარმა ზომებმა გამოიწვია პროტესტი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, -იუწყება ANSA.

 

ახალი წესები ამოქმედდა დღეს, 15 ოქტომბერს. ისინი გავლენას ახდენენ დაახლოებით 23 მილიონ იტალიელ მუშაკზე, რომელთაგან ზოგი არ ეთანხმება ხელისუფლების მოთხოვნებს.

 

ამასთან დაკავშირებით რომში იგეგმება “მწვანე გამშვებების”  მოწინააღმდეგეთა აქცია. ამავე დროს, ტრიესტში, დაახლოებით 5000 თანამშრომელმა გადაკეტა პორტი პროტესტის ნიშნად. გენუასა და ანკონას პორტებში დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზები. ახლად მიღებული  ზომების თანახმად, კომპანიებს, რომლებიც დაასაქმებენ ადამიანებს მწვანე პასპორტების გარეშე, ეკისრებათ ჯარიმა 1000 ევრომდე. ასეთი ზომები უკვე გამოიყენება სხვა სექტორებში, კერძოდ ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 12 წელზე უფროსი ასაკის იტალიელების 80% -ზე მეტმა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მაინც. და ეს არის დაახლოებით 43.2 მილიონი ადამიანი.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე