ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ვაჟები და შვილიშვილები,- იტყობინება Al Jazeera, ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაახლოებულ სააგენტოზე დაყრდნობით. ისრაელის მხარემ, ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმის დროს ისმაილ ჰანიეს სამი ვაჟი და სამი შვილიშვილი იმსხვერპლა . ჰანიემ თქვა, რომ მისი ოჯახის წევრები ღაზას სექტორის დასავლეთ ნაწილში ნათესავების მონახულებისას მოკლეს. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე მისი ოჯახის 60 წევრი დაიღუპა.