საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრთა თანაფარდობაა – 45% ემხრობა არჩევნების ჩატარებას, 45% კი წინააღმდეგია.

კითხვაზე, ემხრობით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები ასე ნაწილდება:

აბსოლუტურად ვემხრობი – 25%

ნაწილობრივ ვემხრობი – 20%

კატეგორიულად არ ვემხრობი – 33%

ნაწილობრივ არ ვემხრობი – 12%

არ ვიცი/პასუხს არ ვცემ – 9%

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა და მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

 

.newposts.ge