ამ ბოლო დღეებში, ინდოეთში ახალმა ვირუსულმა ინფექციამ იფეთქა. ქვეყნის  საავადმყოფოებში მოთავსებული  ბავშვები, იდუმალ ცხელებას,  გულისრევას, თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს, ასევე გამონაყარს მკლავებსა და ფეხებზე უჩივიან,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

 

სულ მცირე 50 ადამიანი უკვე გარდაიცვალა ცხელებისგან,  მათი უმეტესობა კი, ბავშვებია. ამავდროულად, რამდენიმე ასეული ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ არცერთ გარდაცვლილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

ინდოელი ექიმები თვლიან, რომ ბავშვებში სიკვდილის მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული დენგეს ინფექცია, რომელიც გადადის კოღოს ნაკბენით.

 

ზოგიერთი პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია თრომბოციტების დაბალი შემცველობით, რაც ახასიათებს მძიმე დენგეს.

 

უპირატესად დენგა არის ტროპიკული დაავადება, რომელიც გავრცელებულია ინდოეთში ასობით წლის განმავლობაში.

მსოფლიოში ყოველწლიურად აღირიცხება დენგეს დაახლოებით 100 მილიონი მძიმე შემთხვევა. ბავშვები ამ დაავადებით ხუთჯერ უფრო ხშირად იღუპებიან ვიდრე მოზრდილები.

 

კოღოები, რომლებიც დენგეს მატარებლები არიან იმყოფებინ  სუფთა წყლის კონტეინერებში, საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად,-აცხდებენ  ექსპერტები.

ამავდროულად, ჯერ კიდევ არ არის ზუსტად დადასტურებული არის თუ არა დენგე ინდოეთში ბავშვების სიკვდილის მიზეზი, რომელიც ბოლო დღეებში დაფიქსირდა.

სიკვდილის კიდევ ერთი ვერსია, ბუჩქოვანი ტიფია. ის ვრცელდება ვირუსული ტკიპების ნაკბენებით და ამ დაავადების მქონე ბავშვები შეიძლება დაიღუპონ მიოკარდიტით და ენცეფალიტით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ინფიცირებული ტკიპები ხეებზე, რომელსაც დამიანები  საკუთარ სახლებში ინახავენ.

 

კიდევ ერთმა კვლევამ გამოავლინა დენგა და ტიფი, როგორც პოსტ-კუნთოვანი ცხელების შემთხვევები 2015-2019 წლებში.

 

 თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე