კომპანია SpaceХ-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ამის შესახებ Bloomberg Businessweek-ი წერს.

მისივე თქმით, აშშ-ში SpaceХ-ის ქარხნებზე, სადაც პანდემიის დროს 8 ათასი ადამიანი მუშაობს, დაავადების სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„ჩემი აზრით, სტატისტიკა მას შემდეგ გახდა არასანდო, როდესაც მასში დაიწყეს ისეთი ადამიანების შეყვანა, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ ტესტირება არ გაუვლია. სტატისტიკა დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში გაყალბდა. Covid-19-ს 100-მდე სიმპტომი ახასიათებს. პრინციპში ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ“, – ამბობს ილონ მასკი

ჯონ ჰოპკინსის მონაცემების მიხედვით აშშ-ში კორონავირუსის 1 604 434 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 350 135 გამოჯანმრთელდა, ხოლო 96 007 პაციენტი გარდაიცვალა. 

 

წყარო