იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. ინფორმაციას NHK ავრცელებს. შესაბამისი მოწოდება გაკეთდა უკრაინაში რუსეთის შესაძლო ახალი შეჭრის ფონზე.

 

ამასთან დაკავშირებით, იაპონიის ხელისუფლებამ უკრაინაში „საფრთხის შესახებ ინფორმაცია“,  მესამე დონემდე აიყვანა. „მიუხედავად განსახორციელებლი მიზნებისა, მოგიწოდებთ გააუქმოთ დაგეგმილი მოგზაურობები და მოვუწოდოთ უკრაინაში მყოფ ყველა იაპონელს, დატოვონ ქვეყანა  ვიდრე კომერციული თვითმფრინავების ექსპლუატაცია მიმდინარეობს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, უკრაინაში დაახლოებით 250 იაპონელი ცხოვრობდა.

 

 

 

 

თამო თავხელიძე