Google Maps-მა,  რუსეთის ფედერაციის ყველა სტრატეგიული და სამხედრო ობიექტის სატელიტური ფოტოები გახსნა.

 

Google Maps სერვისმა დაიწყო რუსეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტის მაქსიმალური გარჩევადობის ჩვენება. ამის შესახებ “არმი ინფორმი” იუწყება. ახლა Google Maps-ის დახმარებით მაქსიმალური გარჩევადობით შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა სახის რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების სილოსები, სამეთაურო პუნქტები, საიდუმლო სასწავლო პუნქტები და სხვა. გამოსახულების გარჩევადობა 0,5 მეტრამდე პიქსელზე. მანამდე სურათები იყო უხარისხო, რაც არ იძლეოდა ყველა დეტალის დანახვის საშუალებას.

 

უფრო მეტიც, კოსმოსიდან შეგიძლიათ ნახოთ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიციაც.

 

 

 

 

თამო თავხელიძე