გერმანიაში საწოლში წოლისთვის შეგიძლიათ 18000 ევრო მიიღოთ, თუმცა არსებობს ნიუანსებიც: თქვენ მოგიწევთ. რომ  საერთოდ არ ადგეთ საწოლიდან ორი თვის განმავლობაში. ახალი პროექტი  გერმანიის საავიაციო და კოსმოსურ ცენტრში დაიწყება-, განაცხადეს მეცნიერებმა თავიანთ ვებგვერდზე.

მის განსახორციელებლად ცენტრს ესაჭიროება ე.წ. „სახმელეთო ასტრონავტები“

 თუმცა, არც თუ ისე ურიგო შემოთავაზებაა, ორი თვე მაღვიძარას გარეშე,  არანაირი სადღაც ჩქარა წასვლის და საქმის კეთების საჭიროება. თუმცა, ყველაფერი არც თუ ისე მარტივია.

საწოლი 6 გრადუსით მუდამ იქნება დახრილი ისე, რომ სუბიექტების თავი ფეხებზე დაბლა იყოს. ამ სიტუაციაში პროგნოზირებულია სითხეების  თავში შედინება და სხეულის ყველა შიდა სისტემა უნდა ა, სისტემაზე გადაერთოს. შესაბამისად  შეიცვლება დატვირთვა კუნთებზე. რა მოუვა ადამიანის სხეულს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ნამდვილი ასტრონავტები იძულებულნი არიან იყვნენ? ამას  კი ყურადღბით დააკვირდებიან მეცნიერები. კვლევა ტარდება იმისთვის, რომ  რეალური კოსმოსური მისიის დროს, სიურპრიზები აღარ არსებობდეს.: ასტრონავტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ მემზადონ სწორად გრძელი ფრენებისთვის.