გერმანიაში კორონავირუსული ინფექციები კვლავ იზრდება. ასე რომ, გასული დღის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლინდა SARS-CoV-2– ით დაინფიცირებული  3571 ახალი პაციენტი,- ამის შესახებ განმარტება გააკეთა, რობერტ კოხის ინსტიტუტმა (RKI).

ერთი კვირით ადრე, ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა იყო 2768. ამავდროულად, გაიზარდა მაჩვენებელი გერმანიაში, რაც ასახავს შემთხვევების რაოდენობას ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100 ათას ადამიანზე. 4 აგვისტოს ეს რაოდენობა იყო 18.5, ხოლო ერთი კვირით ადრე -15-ი. დღის განმავლობაში 25 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 4 -ჯერ მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე.  პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში, SARS-CoV-2 ვირუსი გამოვლინდა 3,777,446 ადამიანში, გარდაიცვალა 91,704 პაციენტი COVID-19– ით დადასტურებული დიაგნოზით  ხოლო, 3,659,900 გამოჯანმრთელდა.

 

 

 

თამო თავხელიძე