იტალიაში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მონიკა ვიტი. 

 

ცნობილი კინომსახიობი მონიკა ვიტი იტალიაში 91 წლის ასაკში,  სახლში გარდაიცვალა. მსახიობი,  ალცჰეიმერის დაავადების გამო მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებაში არ ჩანდა. “დღეს ძალიან სამწუხარო დღეა, გარდაიცვალა დიდი ხელოვანი და დიდი იტალიელი ქალი”, – აცხადებენ იტალიის კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ვიტის უწოდა “არაჩვეულებრივი ნიჭის მსახიობი”. “მან დაიპყრო იტალიელთა ერთზე მეტი თაობა თავისი ჭკუით, ოსტატობითა და სილამაზით. მან პრესტიჟი მოუტანა იტალიურ კინოს მთელ მსოფლიოში”, – ციტირებს მის პრესსამსახურს პრემიერ მინისტრის სიტყვები. ვიტი ცნობილია როგორც კინორეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონის მუზა, მან ითამაშა მის საკულტო “გაუცხოების ტრილოგიაში” – ფილმებში “თავგადასავალი”, “ღამე”, “დაბნელება”, ასევე ოსტატის პირველ ფერად ფილმში “წითელი უდაბნო”. “. ვიტი ხუთი ეროვნული ჯილდოს “დევიდ დი დონატელოს” მფლობელი იყო. 

 

ბოლოდროს, ვიტის სახელი საჯაროდ გაისმა 2011 წელს, როდესაც იტალიაში გაიმართა ქალთა დიდი დემონსტრაცია უღირსი მამაკაცების წინააღმდეგ – მოძრაობა Me Too-ს (“მეც”) გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე. ქალთა სოლიდარობის აქტმა გამოიწვია გახმაურებული სექსუალური სკანდალი, რომელიც ატყდა მაშინდელი პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ირგვლივ, რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვანი გოგონების მომსახურებით სარგებლობაში.

 

 

თამო თავხელიძე