შოტლანდიაში, ედინბურგის სკოლის ადმინისტრაციამ დაწყებითი კლასების ბიჭებს და მამრობითი სქესის მასწავლებლებს სთხოვა, სასწავლო დაწესებულებაში მოკლე ქვედაბოლოებით მისულიყვნენ, წერს Daily Mail-ი.

 

საგანმანათლებლო დაწესებულებამ მათი მოთხოვნა თანასწორობის დაცვით ახსნა. თუმცა, ზოგიერთმა მშობელმა გააკრიტიკა ეს მოთხოვნა. „ჩემი შვილი მხოლოდ ხუთი წლისაა და უკვე სკოლიდან  ეს მიიღო! დაე, ბავშვები დარჩნენ ბავშვებად“, – დაწერა ერთ-ერთმა დედამ Twitter-ზე.

სკოლაში აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ ტანსაცმელში გადმოსცენ იდეა, რომ ტანისამოსით არ გამოიხატება სქესი, და რომ ყველას უნდა შეეძლოს გამოხატოს საკუთარი თავი ისეთი, როგორადაც თვითონ მიიჩნევს. „ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სკოლა იყოს ინკლუზიური და ხელი შეუწყოს თანასწორობის იდეას“, – განმარტა ხელმძღვანელობამ.

 

 

 

თამო თავხელიძე