ევროკავშირმა ბელორუსულ ავიამზიდებს ოფიციალურად აუკრძალა მათი საჰაერო სივრცის გამოყენება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

”დღეს ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბელორუსში არსებული ვითარების ფონზე არსებული შემაკავებელი ზომების გაძლიერების შესახებ, შემოიღო ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაფრენის აკრძალვა და ბელორუსიის ყველა ტიპის გადამზიდავებისთვის ევროკავშირის აეროპორტებზე შესვლის აკრძალვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახლა მოუწევთ უარი თქვან ბელორუსული თვითმფრინავების  მათ ტერიტორიაზე დაშვებაზე,  ასევე  აფრენა-გადაფრენაზე მათი ტერიტორიის თავზე.

23 მაისს ათენ-ვილნიუსის თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ბელორუსში, რომელშიც იმყოფებოდა რომან პროტასევიჩი, ოპოზიციური არხის NEXTA თანადამფუძნებელი.  რის შემდეგაც, ბელორუსის უსაფრთხოების ძალებმა  აქტივისტი დააკავეს.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე