ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვაზე და სხვა შეზღუდვებზე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა.

 

მიღწეული შეთანხმებების თანახმად, ევროკავშირმა შესაძლოა აკრძალოს მის მიერ შეძენილი რუსული ნავთობის დაახლოებით 2/3-ის იმპორტი.

 

მიშელმა აღნიშნა, რომ ეს შემზღუდველი ღონისძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანის დაფინანსებას. მან ასევე უწოდა მას მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე ომის დასასრულებლად. სანქციების მეექვსე პაკეტი ასევე ითვალისწინებს უამრავ სხვა ზომას, მათ შორის უმსხვილესი რუსული ბანკის Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვას, პერსონალურ სანქციებს უკრაინაში ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ და ევროკავშირში კიდევ 3 რუსული სახელმწიფო მაუწყებლის მაუწყებლობის აკრძალვას.

 

თავის მხრივ, ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ ოფიციალური პირები და დიპლომატები ჯერ არ არიან შეთანხმებულები ტექნიკურ დეტალებზე და სანქციები ოფიციალურად უნდა იყოს მიღებული 27-ვე ქვეყნის მიერ.

 

უნგრეთმა, რომელიც გააგრძელებს რუსული ნავთობის მიღებას მილსადენის მეშვეობით, დაბლოკა ემბარგო.  გასული თვის განმავლობაში,იგი  ცდილობდა მიეღწია გარანტიისთვის, რომ მისი ენერგომომარაგება არ შეფერხდებოდა.

 

 

თამო თავხელიძე