გლაზგოს კლიმატის ცვლილების კონფერენციის შედეგად, ექვსმა ავტომწარმოებელმა მოაწერა ხელი დეკლარაციას, რომ 2040 წლისთვის ისინი აღარ აწარმოებენ ბენზინზე მომუშავე მანქანებს. ინფორმაციას autonews-ი ავრცელებს.

 

ისეთი კომპანიები, როგორიცაა BYD, Ford, General Motors, Jaguar Land Rover, Mercedes-Benz და Volvo უარს იტყვიან ამ ტიპის ,მანქანების წარმოებაზე.

 

ამავდროულად, BMW, Honda, Hyundai, Nissan, Stellantis, Toyota და Volkswagen Group არ დათანხმდნენ ხელი მოაწერონ გლაზგოს დეკლარაციას ნულოვანი გამონაბოლქვი მანქანებისა და ფურგონების შესახებ. გამოცემის ცნობით, ბევრმა ავტომწარმოებელმა უარი თქვა  შეთანხმებაზე, რადგან ისინი მოითხოვდნენ მწარმოებლებისგან შესაბამის ტექნოლოგიებში დიდი ინვესტიციის ჩადებას, შესაბამისი მთავრობის დაპირების მიღმა,  რომ ისინი, ააშენებენ ინფრასტრუქტურას ელექტრო მანქანების დამუხტვაში.

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე