ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აუცილებელია, აჭარა და გურია არ მოხვდეს იმ რეგიონების ჩამონათვალში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ჩაიკეტა. მინისტრი რეგიონებში ინფექციის შესაჩერებლად ტესტირების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.

“მნიშვნელოვანია ტესტირება გაძლიერდეს. დღესდღეობით საკმაოდ კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი გვაქვს და შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაკადი არის ზღვისპირეთში. აუცილებელია, რომ ეს გავითვალისწინოთ, რათა არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომლების ჩაკეტვაც მოხდა,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.