დუბაიში, მსოფლიოს უდიდესი “ეშმაკის ბორბლის” გრანდიოზული გახსნა მოხდა. (არაბეთის გაერთიანებული საემიროები). ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. 250 მეტრიანი ატრაქციონი სახელწოდებით “აინ დუბაი” (“დუბაის თვალი”) მდებარეობს ხელოვნურ კუნძულზე. საჭეზე 48 კაბინაა, რამდენიმეს ბარიც აქვს და შეგიძლიათ მასზე  ვახშამიც კი  შეუკვეთოთ. ატრაქციონს ერთდროულად შეუძლია 1,750 ვიზიტორის განთავსება. ბორბლის ერთი შემობრუნებას 38 წუთი სჭირდება.  ის იმუშავებს 24  საათის განმავლობაში. ორგანიზატორები ქორწილებისა და კონფერენციების შესაძლებლობასაც კი გვპირდებიან. 

 

იხ. ვიდეო:

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე