დღეს, 30 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია გაიმართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ. ღონისძიებები 12:00 და 19:00 საათზეა დაგეგმილი. „30 აპრილს საქართველოს მთავრობა „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტის წინ: 12:00 და 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მსვლელობას გამართავენ.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

აქვე შეგახსენებთმ რომ გუშინმ 29 აპრილს ამავე ადგილას გაიმართა “ქართული ოცნებისა და ზემოთ ხსენებული კანონის მხარდამჭერი აქცია, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.