ჯერ, მოგვატყუეს გაზაფხულზე ამერიკული ფაიზერი და ბრიტანული ასტრა ზენეკა შემოვაო. მერე, რეგიონში ლიდერები ვართო , მაშინ როცა რეგიონის ყველა (!!!) ყველა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინირება. ახლა, ფაიზერი ვერ შემოვიტანეთ, სამაგიეროდ სამ-ოთხ თვეში ეგებ ასტრა ზენეკას ინდური ვარიანტი მოგვაწოდონ, ისიც თუ არ დაგვაღალატესო.
ეჭვი მაქვს, ცოტა ხანში საზეიმოდ გვამცნობენ, რომ რუსული სპუტნიკის მონღოლურ ვარიანტს და ჩინური სინოვაკის ყირგიზულ ვარიანტს გვთავაზობენ და წლის ბოლოს დავიწყებთ აცრებსო.
ამასობაში, ჯოგური იმუნიტეტიც წაგვეხმარება, დავამარცხებთ კოვიდს და ამირან გამყრელიძეს საპატრიარქოს სინოდი სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხავს. ნუ, ორდენს მაინც დაკიდებენ რამეს…

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დიპლომატი მამუკა გამყრელიძე.