დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მუნიციპალურ ტრანსპორტში საფრთხეს, ვინაიდან დღეიდან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, იმნაძე პასუხობს – „დარჩით სახლში“.

„ამაზე შემიძლია ერთი პასუხი გავცე – ჩვენი რეკომენდაციაა, რომელიც რამდენადაც ვიცი, სოციალურ ქსელებშიც ყოფილა ატაცებული – „დარჩით სახლში“, – განაცხადა იმნაძემ.