ირანულმა სამხედრო ხომალდმა წვრთნების დროს შეცდომით ირანისვე სამხედრო გემი დაცხრილა. ამის შესახე სააგენტო AAA ტვიტერზე წერს.

წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად მთელი ეკიპაჟი დაიღუპა, რომელიც 40 სამხედრო მეზღვაურისგან შედგებოდა. ინციდენტი ომანის ყურეში მოხდა.

თავის მხრივ, ჟურნალისტი ტაგვეი ბაბაკი წერს, რომ სამხედრო გემიდან სამხედრო–სატრანსპორტო ხომალდის მიმართულებით გემსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც ის ჩაიძირა, ხოლო მის ბორტზე 30 ადამიანი იმყოფებოდა.