“ჩვენი მიზანი და სამომავლო სტრატეგია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შესუსტდება შემზღუდავი ღონისძიებები,  იქნება კიდევ და კიდევ აქტიური ტესტირება, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება. ამდენად, ჩვენ მნიშვნელოვანია ეს სურათი წარმოვიდგინოთ მთლიანობაში, როგორც ტესტირებულთა, ასევე გამოვლენილთა რაოდენობის ერთმანეთთან შეფარდებით და გავაკეთოთ ის ანალიზი, რაც მოგვცემს სწორი ეპიდემიოლოგიური გადაწყვეტილების და სამომავლო ეტაპების სწორად დაგეგმვის საშუალებას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.