შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია.

ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და, რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის ზრდა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ გამოწვევას ხელისუფლება წლებია ებრძვის და აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში 900 მილიონი დოლარი იყო.

დღეს 350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი, რაც ელემენტარული სხვაობა ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ინპორტსა და ექსპორტს შორის.

„ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს, ძალზედ მნიშვნელოვანი, თუნდაც აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი.

ელემენტარული სხვაობა ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის.

ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ.

ერთადერთი რაც უნდა ვუთხრათ და მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, სანამ პროგრამის დეტალებზე დავიწყებთ მსჯელობას, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, ქართული პროდუქტები, რომელიც ხდება

უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

წყარო