ჩინეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა.

ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“, ქვეყნის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებს.

სი ძინპინს და ტედროს გებრეიესუსს შორის სატელეფონო საუბარი 21 იანვარს შედგა. ამ დროს კი ჩინეთის ლიდერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოუწოდა, რომ პანდემიური გაფრთხილება გადაედო.

„ფედერალური სადაზვერვო სამსახურის თანახმად, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უბიძგა, რომ უმაღლეს დონზე ვირუსის აფეთქების შემდეგ, გლობალური გაფრთხილება გადაედო.

21 იანვარს, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა, სი ძინ პინმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ინფორმაცია დაემალა და პანდემიური გაფრთხილება გადაედო.

ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, მთელ მსოფლიოში ვირუსთან საბრძოლველად, ჩინეთის საინფორმაციო პოლიტიკამ ოთხიდან ექვს კვირამდე დაკარგა“, – წერს „შპიგელი.“

გერმანული გამოცემის თანახმად, ქვეყნის მთავრობა არ ეთანხმება აშშ-ის პოზიციას, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში წარმოიშვა.

ამასთან, „შპიგელი“ წერს, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო.