საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარე ურთულესი პროცესები და მისი პათოსი რომ საერთოდ არ შეხებია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, ეს ერთმნიშვნელოვნად არის ამ უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის დამსახურება. მან შეძლო, რომ ამ ხნის მანძილზე ჩრდილი არ მიდგომოდა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის რეპუტაციასა და სასწავლო-აკადემიურ გარემოს.

სამწუხარო და სამარცხვინო იქნება, თუ ეს უნივერსიტეტი ჩამოიშლება და საპატრიარქოს ამ მხრივ არ ეყოფა სათანადო გონიერება და არაკადემიურ, არამეცნიერ და არასახარბიელო რეპუტაციის მქონე პერსონებს სტრუქტურულად და აკადემიურად დაანგრევინებს ამ უმაღლეს სასწავლებელს.

უფრო ვრცლად ამ ვითარებას, როგორც ხსენებული უნივერსიტეტის ყოფილი დოქტორანტი და აქ დისერტაციადაცული ისტორიის დოქტორი, მოგვიანებით აუცილებლად გამოვეხმაურები (ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ მეტად გაუმჯობესების შემდეგ).

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს საპატრიარქოს, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.