“მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აქ არ არის საუბარი რომელიმე მედიკამენტის ჩანაცვლებაზე, აქ მნიშვნელოვანია იმ გაიდლაინისა და პროტოკოლის დაცვა, რომელიც არის მოწოდებული. შესაბამისად, ამ პრეპარატის საქართველოს ბაზარზე გაჩენის შემთხვევაში მას ჩვენი ექიმები მოიხმარენ მხოლოდ იმ პროტოკოლით, რაც არის მითითებული. რაც შეეხება მის საქართველოში დარეგისტრირებას და შემოტანას – საქართველო ჩაერთო სოლიდარობის კვლევაში, გავიარეთ გარკვეული ფორმალობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და საქართველო, ჩვენი ვარაუდით და ღრმა რწმენით, მაისის ბოლომდე ამ პრეპარატს მიიღებს და დავიწყებთ მისით მკურნალობას,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში