ერთი კვირის გასვლის შემდეგ, რაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ,  650 მილიონი აშშ დოლარის გეგმიური გადარიცხვის შესახებ განაცხადი გააკეთა, საერთაშორისო ინვესტორებმა დაიწყეს უცხოურ ვალუტაში გადახდების მიღება რუსული ევრობონდების ორ გამოშვებაზე , -იტყობინება Bloomberg-ი.

 

ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა შიდა სავალუტო რეზერვები რუბლებში გადახდის თავიდან ასაცილებლად. ამან რუსეთს საშუალება მისცა თავიდან აეცილებინა დეფოლტი. სანქციების შემდეგ პირველი გადახდა მარტში იყო უცხოურ ვალუტაში, შემდეგ რუბლებში და ახლა ისევ უცხოურ ვალუტაში.

 

სიტუაციის მცოდნე ადამიანების თქმით, მსხვილმა საერთაშორისო საკლირინგო პალატებმა მიიღეს და დაამუშავეს ევროობლიგაციით დასაფარი  გადახდები 2022 და 2042 წლებისათვის. ინვესტორებმა განაცხადეს, რომ მათ საბანკო ანგარიშებზე გადახდები მიიღეს რუსეთის ფედერაციიდან, რომ  აპრილში ლონდონმა დაუშვა რუსეთის სახელმწიფო ვალის გადახდა. შედეგად კი, რუსეთმა თავიდან აიცილა დეფოლტი.

 

 

 

თამო თავხელიძე