ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Kronen Zeitung ავრცელებს.

 

 

”ახლა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ურთიერთობა, ამიტომ ჩიხიდან გამოსასვლელად, განზე გავდექი და ხალხის პარტიის გუნდს ვთხოვე მუშაობის გაგრძელება,” – თქვა კურცმა.

 

 კურცმა მთავრობის ახალ მეთაურად, ალექსანდრე შალენბერგი დანიშნა . ავსტრიელმა პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება კურცისა და მისი ცხრა თანამშრომლის მიმართ ნდობის დარღვევის, მექრთამეობისა და კორუფციის ბრალდების საქმეზე.

 

 

თამო თავხელიძე