ავღანეთის თალიბანის მთავრობამ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დანიშვნის შესახებ პირველად განაცხადა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი თანამდებობა ორმა ქალმა დაიკავა. კერძოდ, დოქტორი მალალაი რაჰიმი დაინიშნა მალალაის სპეციალიზებული სამშობიარო საავადმყოფოს დირექტორად ქაბულში, ამ ტიპის ერთადერთი სამეანო და გინეკოლოგიური დაწესებულებაა მთელ ქვეყანაში. გარდა ამისა, ექიმი ქალი არიანი დაინიშნა გინეკოლოგიური კლინიკის დირექტორად დედაქალაქის შაჰრარის კვარტალში. აღსანიშნავია, რომ ეს დანიშვნები თალიბანისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების არაერთი შეხვედრის შედეგი გახლავთ . თალიბანის მმართველობის ქვეშ არსებულ  ჩვეულებრივ თანამდებობებზე ქალები მუშაობენ მხოლოდ ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურაში, მაგალითად, განათლებასთან დაკავშირებულ სტრუქტურებში.

 

 

 

 

თამო თავხელიძე